კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ბათუმში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კვებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება, კონტროლი და სრული მართვა;
- სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად;
- პროცესების ეფექტიანი მართვა და პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
- შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და შეფასება;
- გუნდში ჯანსაღი ურთიერთობების და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
- ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება დეპარტამენტის ეფექტურად ფუნქციონირების მიზნით;
- კორპორაციული დეპარტამენტის ქსელში, გაყიდვების სტიმულირებისთვის დაგეგმილი ქმედებების კოორდინაცია/მონიტორინგი;
- ტერიტორიაზე არსებული ობიექტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისების უზრუნველყოფა;
- ახალი კორპორაციული კლიენტების მოზიდვა, არსებული კლიენტების შენარჩუნება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
- გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებების დაგეგმვა, კოორდინაცია და ეფექტიანობის შეფასება;
- გაყიდვების მაჩვენებლების (KPI) მონიტორინგი, შედეგების ანალიზი;
- პროცესების პროგრამული ასახვის და დოკუმენტაციის ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
- კატეგორიების მიხედვით ობიექტებზე არსებული პოტენციალის სრულად დადგენა და ათვისების გეგმის შემუშავება;
- რისკების და პრობლემების იდენტიფიცირება და პრევენციის მიზნით შესაბამისი ქმედებების ინიციირება/განხორციელება;
- თანამშრომლების ცოდნის დონის ამაღლებაზე ზრუნვა, შესაბამისი ტრენინგების ინიციირება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- სამშენებლო სექტორში ან სამშენებლო მასალების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებული;
- კომუნიკაბელური;
- პუნქტუალური;
- შრომისმოყვარე;
- დეტალებზე ორიენტირებული.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში: გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ).
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.