8348 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

3EA4GHYN გამოქვეყნდა 4 სექ 3 ნახვა

მოლარე-ოპერატორი

საგა იმპექსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾900 / თვეში ბოლო ვადა:

საგა იმპექსი აცხადებს ვაკანსიას მოლარე - ოპერატორის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ შპს საგა იმპექსი 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. გათბობა, გაგრილება და სავენტილაციო სისტემები მისი ძირითადი მიმართულებებია. საგა იმპექსი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. საგას ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოს. კომპანიის სეგმენტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო და კორპორატიულ ისე ინდუსტრიულ მიმართულებებს. კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ საქმიანობაში მაღალ ტექნოლოგიური განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მსოფლიოს წამყვან პარტნიორ ბრენდებთან ერთად.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ა.წერეთლის 116 სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 6 დღე, 10:00-18:00

ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები - პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება კომპანიაში არსებული პროდუქციის შესახებ; - მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება; - სალაროს კონტროლი - სალარო აპარატთან მუშაობა, ჩეკების ამობეჭდვა; - კლიენტისგან თანხის უკან დაბრუნება, საბუთების კორექტირება; - სალაროს ნაშთების კონტროლი და მასზე პასუხისმგებლობა;

უნარები - სასურველია RS.ge-ზე საბუთების ატვირთვის გამოცდილება; - სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება; - კომუნიკაციის კარგი უნარები; - ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ორგანიზებულობა; - აკურატულობა.

ენები - ქართული სრულყოფილად, ინგლისური ან/და რუსული საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია) პროგრამები - კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; - სასურველია 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;

დამატებითი სარგებელი - ჯანმრთელობის დაზღვევა - ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიარული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიურ ინდუსტრიაში.

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე:

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საგა იმპექსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის