დიასახლისი
სასტუმრო GLARROS Hotel Tbilisi, რომელიც თბილისის ცენტრში, ავლაბარში მდებარეობს, აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია თანამშრომლებისთვის კეთილგანწყობილი, სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენთან დაგხვდებათ თანამშრომლობაზე დაფუძნებული გუნდი და შესაძლებლობა, გახდეთ სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- სასტუმროს ნომრების ხარისხიანი დასუფთავება და მოწესრიგება;
- თეთრეულისა და პირსახოცების დროული შეცვლა;
- ნომრებში სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა;
- სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად სამუშაოს შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია, მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება და მოწესრიგებულობა.
- სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: კოტე აფხაზის ქ.15
- სამუშაო გრაფიკი: 5 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება
- ანაზღაურება: 1400 ლარი + სტუმრებისგან დატოვებული დამატებითი ანაზღაურება (TIPS), რომელიც სრულად ეკუთვნის თანამშრომელს
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდეთ.
მადლობა, რომ დაინტერესდით GLARROS Hotel Tbilisi-ით. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი გუნდის წევრი გახდებით. თუ იცნობთ ადამიანს, ვისთვისაც აღნიშნული პოზიცია საინტერესო იქნება, გთხოვთ, გაუზიაროთ ჩვენი ვაკანსია