9671 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

3G53REWM გამოქვეყნდა 23 ოქტ 13 ნახვა

სასტუმროს ტექნიკოსი

შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 20 ნოე
კვება · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება. სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ტექნიკოსის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი , პეტრე მელიქიშვილის გამზირი 47/49

ძირითადი მოვალეობები: - შენობის საინჟინრო სისტემების მონიტორინგი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; - ტექნიკური გაუმართაობების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა; - პროფილაქტიკური და გეგმიური ტექნიკური სამუშაოების შესრულება; - ავარიულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრა; - ტექნიკური მოწყობილობებისა და დანადგარების რეგულარული შემოწმება; - სამუშაოების შესრულება უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვით; - უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა კანონიერი დავალებების შესრულება.

მოთხოვნები: - ტექნიკური ან საინჟინრო განათლება; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - ელექტრო, მექანიკური და საინჟინრო სისტემების ცოდნა; - უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა.

აუცილებელი უნარები - ეფექტური კომუნიკაციის კულტურა; - ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტაცია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კომპანია გთავაზობთ: - მეგობრულ სამუშაო გარემოს - დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას) - კვებით უზრუნველყოფას - დაზღვევა (მეოთხე თვიდან)

სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვირეკოთ ნომერზე

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა