7851 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

3GYA33YE გამოქვეყნდა 31 აგვ 8 ნახვა

კონტენტ კრეატორი

ევერესტი 2010 გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "Everesti 2010" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2003 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების დისტრიბუციას.

კომპანია "Everesti 2010" აცხადებს ვაკანსიას დამწყები კონტენტ კრეატორის პოზიციაზე!

თუ კამერის წინ და უკან ერთნაირად კომფორტულად ხარ, გიყვარს ტრენდების დაჭერა და იდეების რეალობად ქცევა — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, კრეატიულ და ენერგიულ ადამიანს, რომელსაც სურს განვითარება და საკუთარი ხელწერის ჩამოყალიბება კონტენტის შექმნის მიმართულებით.

რას გააკეთებ?

** ფოტო და ვიდეო კონტენტის დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი;

** Instagram, Facebook და TikTok-ისთვის ტრენდებზე მორგებული კრეატიული კონტენტის შექმნა;

** კონტენტ-გეგმის შემუშავება და შესრულება შეთანხმებული სტრატეგიის მიხედვით;

** ვიდეოებისთვის ტექსტების (ქეფშენი, სკრიპტი) მომზადება;

** ბრენდის ტონისა და ვიზუალური სტილის დაცვა;

** კამპანიებისა და აქციებისთვის კონტენტის შექმნა;

** ვიდეო მასალის რედაქტირება (ფერი, ხმა, კადრი);

** სოციალურ მედია მენეჯერთან კოორდინირებული მუშაობა;

სამუშაო რეჟიმი: დისტანციური

აუცილებელია, კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო პროცესისთვის საჭირო ყველა ტექნიკური საშუალება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ან პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე:

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"Everesti 2010"მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "Everesti 2010" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "Everesti 2010"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ევერესტი 2010
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა