იურისტი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
"ILARIA" ეძებს იურისტს პარტნიორი ჰოლდინგური კომპანიისთვის
** სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
** ანაზღაურება: 4000 ₾ (net)
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
პოზიციის მიზანია კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უსაფრთხოების, შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისა და იურიდიული ბიზნესპროცესების ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
შრომის სამართალი და შიდა რეგულაციები:
** შრომის სამართლის მოთხოვნებთან კომპანიის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესის, პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება, განახლება და მართვა;
** შრომის უსაფრთხოებისა და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია;
** შრომით დავებში კომპანიის ინტერესების დაცვა და მართვა.
სამართლებრივი უზრუნველყოფა და შესაბამისობა:
** კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
** მარეგულირებელ და სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაცია, სამართლებრივი მოთხოვნების ანალიზი;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
კონტრაქტების მართვა:
** სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადება, ანალიზი და სამართლებრივი რისკების შეფასება (პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და სხვ.);
** NDA, Terms & Conditions, Privacy Policy და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება.
შიდა გუნდებთან თანამშრომლობა:
** HR, ოპერაციულ და სხვა შიდა გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** მენეჯმენტისთვის სამართლებრივი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერითი და ზეპირი) - აუცილებელია;
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
** საქართველოს შრომის სამართლის/შრომის კოდექსის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა - აუცილებელია;
** შრომითი ხელშეკრულებებისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტაციის მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და რისკების შეფასების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე:
აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "იურისტი"
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.