ადმინისტრატორი/გაყიდვების წარმომადგენელი
"Ski Gudauri" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის/გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: გუდაური
სამუშაო პერიოდი: სეზონური — დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით
ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00
კვირაში 6 სამუშაო დღე
ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებადია
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების მიღება და კონსულტაცია;
** მომსახურებებისა და პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა;
** CRM სისტემაში ჯავშნებისა და მომხმარებლის ინფორმაციის მართვა;
** ჯავშნების მიღება და ადმინისტრირება;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია ადგილზე და ონლაინ;
** ყოველდღიური საორგანიზაციო და ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** კომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების ან/და ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** CRM სისტემაში მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
** კარგი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სხარტი აზროვნება და სწრაფად რეაგირების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პერფორმანსზე დაფუძნებულ კარგ საბონუსე სისტემას;
** ანაზღაურებად ზეგანაკვეთურ სამუშაოს;
** საცხოვრებლით უზრუნველყოფას გუდაურში;
** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
** სამუშაოს დაწყებამდე შესაბამის გადამზადებას - Ski Gudauri-ს მუშაობის სპეციფიკას, შიდა პროცესებსა და სისტემებთან მუშაობას ადგილზე შეგასწავლით;
** აქტიურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს საერთაშორისო მომხმარებლებთან, დაწინაურების პერსპექტივით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.