ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების უფროსი მენეჯერი
სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე, ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების განყოფილებაში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი ) სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები: - ავტო სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მიზნით სადაზღვევო შემთხვევების დადგომის დროს კლიენტებთან პირველადი კომუნიკაცია; - კლიენტისთვის შესაგროვებელი საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; - შემთხვევის პირველადი შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ექსპერტის ჩართვის საჭიროებაზე; - საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ პირველადი ანგარიშის მომზადება და სადაზღვევო შემთხვევების ბექ-ოფისისთვის გადაცემა განსახილველად; - დოკუმენტაციის ჩაბარება, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - აუცილებელია სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში, კლიენტებთან ურთიერთობის/მომსახურების მიმართულებით; - უპირატესად ჩაითვლება სადაზღვევო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - მნიშვნელოვანია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება; - ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; - B კატეგორიის მართვის მოწმობა.
აუცილებელი უნარები: - დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; - აქტიური მოსმენის უნარი; - კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი; - ორგანიზებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - სერვისულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.