7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

3MJ78DBQ გამოქვეყნდა 25 აგვ 9 ნახვა

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ამბოლი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა; სამუშაო საათები: 10:00-19:00.

ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტების დაცვით; - მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში; - მომხმარებლისთვის სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება; - შემოსული ზარების და პირველადი ინფორმაციის მიღება პრობლემური შემთხვევის დადგომის შესახებ და შეტყობინების პროგრამული ასახვა; - ნებისმიერ პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდება კლიენტისათვის; - გამავალი ზარის განხორციელება მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მიზნით.

აუცილებელი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე; - საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - სწრაფად აზროვნების უნარი; - ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ამბოლი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა