ბიზნეს განვითარების მენეჯერი
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბიზნეს განვითარების მენეჯერი,
ჩვენ ვართ "ალტა", ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ჩვენ მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებასა და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში, მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის 104 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30სთ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობა და ახალი პარტნიორობების განვითარება;
- ბაზრის ანალიზისა და ტენდენციების გათვალისწინებით პროდუქტების ასორტიმენტის დაგეგმვა და განვითარება;
- წლიური შესყიდვების, გაყიდვების გეგმებისა და მიზნობრივი პარამეტრების შედგენა;
- მარაგების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების განსაზღვრა, მონიტორინგი და დროული შესყიდვების ინიცირება;
- ფასდადების სტანდარტების განსაზღვრა და მარჟიანობის მუდმივი კონტროლი;
- გაყიდვების შედეგების ანალიზი, გეგმებთან შედარება და გადახრებზე რეაგირება;
- მარკეტინგულ კამპანიებში მონაწილეობა საცალო და საბითუმო მიმართულებებისთვის;
- მიმდინარე რეჟიმში გაყიდვების დინამიკისა და დაგეგმილი აქციების შესაბამისად შესყიდვების გეგმების კორექტირება;
- ბრენდებთან კომუნიკაციისა და მსოფლიო ტექნიკის ბაზრის ტენდენციებზე თვალყურის დევნებით მაღალ მოთხოვნადი, დეფიციტური მარაგების დროული იდენტიფიკაცია და სარეზერვო შეკვეთების ინიცირება ხელმძღვანელობასთან;
- ანგარიშგებების მომზადება და შედეგების წარდგენა ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა კატეგორიის ან ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ციფრული ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
- ინგლისური (B2) და რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
- სტრატეგიული აზროვნება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ucTofzhb
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.