პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

3MQHV4X8 გამოქვეყნდა 12 ნოე 11 ნახვა

ადამიანური კაპიტალის მოზიდვისა და შერჩევის სპეციალისტი

იმპექსი გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 12 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 13 დეკ

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 120-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1300-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას, შპს "იმპექსფარმს", ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20-წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური კაპიტალის მოზიდვისა და შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე, როგორც სააფთიაქო ქსელში, საწყობსა და სათავო ოფისში, კანდიდატების მოზიდვისა და შერჩევის პროცესში ჩართულობა კომპანიაში მოქმედი პროცედურის გათვალისწინებით;
  • სოციალური მედიის ინსტრუმენტების გამოყენებით ახალი თანამშრომლის მოძიებაში ჩართულობა;
  • გასაუბრების პროცესის ორგანიზებასა და მართვაში ჩართულობა;
  • სააფთიაქო ქსელში სტაჟიორთა შერჩევისა და განვითარების პროცესის ადმინისტრირებაში ჩართულობა;
  • პირველადი ურთიერთობა კოლეჯებთან და უნივერსიტეტებთან;
  • დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ბაკალავრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვაში, ფსიქოლოგიაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან შესაბამის დარგში;
  • აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია მასობრივი რეკრუტინგის გამოცდილება;
  • შრომის კოდექსის ცოდნა;
  • Microsoft Office (Excel, Word, Outlook);
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები

  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • კონფიდენციალურობის დაცვა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე.

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 დეკემბერი, 2026 წ.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა