სტომატოლოგიური კლინიკის ადმინისტრატორი
სტომატოლოგიური სახლი ცირკონიუმიე ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და კომუნიკაბელურ ადმინისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკის შეუფერხებელ ფუნქციონირებას და პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევას.
ძირითადი მოვალეობები
- პაციენტების მიღება, რეგისტრაცია.
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და ვიზიტების დაგეგმვა/მართვა.
- სამედიცინო ბაზაში მონაცემების ასახვა და განახლება.
- სალარო ოპერაციების წარმოება და ანგარიშსწორება.
- კლინიკაში წესრიგისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel).
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- დანარჩენ ნიუანსებს ადგილზე შეგასწავლით.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი: 11:00-19:00 სამშაბათი: 11:00-19:00 ოთხშაბათი: 11:00-19:00 პარასკევი: 11:00-19:00 შაბათი: 11:00-19:00 დასვენების დღეები: ხუთშაბათი და კვირა
ანაზღაურება: 1500ლ. ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 46
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ: „ადმინისტრატორი“.