9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

3Q1FG0W2 გამოქვეყნდა 8 ოქტ 41 ნახვა

ტექნიკური ასისტენტი

გორი სრული განაკვეთი სხვა ტექნიკოსი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 9 ნოე

შპს "ბემონი ინჟინერია და მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.

კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.

კომპანია "ბემონი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. გორი, ბერბუკის დასახლება.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტექნიკური გუნდის ყოველდღიური ტექნიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • სამუშაოთა მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების ანგარიშების მომზადება ყოველდღიურ რეჟმში;
  • სამუშაოთა მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების (ფორმა №2) და გახარჯული მასალების ჩამოწერის აქტების მომზადება;
  • ზემოთაღნიშნული დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვის გუნდისთვის დროულად გადაცემა;
  • პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება, აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
  • პროექტთან დაკავშირებული მონაცემების შეკრებასა და დამუშავებაში მონაწილეობა;
  • ტექნიკური კორესპონდენციის მომზადებასა და ადმინისტრირებაში მონაწილეობა;
  • ტექნიკური გუნდის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი სამშენებლო, ენერგეტიკის, საინჟინრო ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
  • ტექნიკურ ან სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და მართვის საბაზისო ცოდნა;
  • სამშენებლო ან ენერგეტიკული პროექტების დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია ფორმა №2-ისა და გახარჯული მასალების ჩამოწერის აქტების მომზადების პროცესის ცოდნა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ისა და Word-ის კარგი ცოდნა. ასევე PDF დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა