სტაჟირება - გაყიდვების მენეჯერი
"Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
- საინჟინრო სისტემების პროექტირება.
- საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
- საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია "Baumer"-ი აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ობიექტების მოძიება შემდგომში სამონტაჟო მომსახურების გაწევის მიზნით;
- პოტენციური კლიენტებისთვის მომსახურების შეთავაზება და გაცნობა;
- დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
- მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
- არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
- აღებული ობიექტების პროექტირების, განფასების და სამონტაჟი სამუშაოების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ინგლისური (B2), რუსული (B2);
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.
- დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი
- კომუნიკაბელური;
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 ან 10:00-19:00
- ლოკაცია: თბილისი
- მივლინების საჭიროება: საჭიროებიდან გამომდინარე რეგიონებში ვიზიტი.
- სტაჟირება ანაზღაურებადია
ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილების მიხედვით (ფიქსირებულს + საბონუსე სისტემა)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.