8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

3QZNWWJD გამოქვეყნდა 25 აგვ 9 ნახვა

IT მხარდამჭერი

ITCS გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება ITCS" აცხადებს ვაკანსიას სწრაფი კვების ობიექტებში პირველი დონის ტექნიკური მხარდამჭერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

პოზიციის მოვალეობებია:

** ობიექტებზე ადგილზე გასვლით ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და კომპეტენციის ფარგლებში აღმოფხვრა;

** გაწერილი რეაგირების ვადების დაცვა;

** ტექნიკური მოწყობილობების (მონიტორი, მინი კომპიუტერი, ფისკალური აპარატი, ტერმინალი) ფიზიკური ინსტალაცია და გამართვა;

** დადგენილი სტანდარტების დაცვა;

თუ ხარ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი და სურვილი გაქვს მოხვდე რეალურ IT სამყაროში, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. პოზიციისთვის საჭირო ცოდნას აქ, ჩვენს გუნდში მოხვედრისას გაგიზიარებთ.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა

** სწავლასთან შეთავსებული სამუშაო გრაფიკი

გამოცდილ IT გუნდთან მუშაობით, საშუალება გექნება მიიღო პროფესიული გამოცდილება და განივითარო პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ასევე, შესაძლებლობა მოგეცემა მოხვდე რეალურ სამუშაო გარემოში და გამოავლინო საკუთარი უნარ-ჩვევები.

კომპანია უკვე 15 წელზე მეტია, ოპერირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე საქართველოს მასშტაბით და მისი დამკვეთები სხვადასხვა პროფილის ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები არიან. გუნდში მოხვედრით კი გეძლევა შესაძლებლობა დაწინაურდე სხვა პოზიციებზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე:; და აუცილებლად მიუთითოთ დასახელებაში "IT მხარდამჭერი ბათუმში".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, და მათ შორის შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას არაუმეტეს 1 წლისა.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან! წარმატებებს გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ITCS
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის