8461 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

3R3AHTNX გამოქვეყნდა 25 აგვ 25 ნახვა

HORIZONS GROUP

HORIZONS GROUP

იურისტი

HORIZONS GROUP გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი სამართალი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

LTD HORIZOORIZONS GROUP აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე

მუდმივი სამუშაო ადგილი: ბათუმი სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება) ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

მოვალეობები: - კომპანიის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, - სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ ორგანოებში, აგრეთვე, სხვა მესამე პირებთან ურთიერთობის დროს; - კომპანიისა და მისი პარტნიორების სამართლებრივი მხარდაჭერა, სამართლებრივი შეფასების, ანალიზისა და დასკვნის წარდგენა (მათ შორის დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის მიზანშეწონილობის თაობაზე და სხვა), მხარეებთან მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა; - წარმოშობილ დავებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მათი უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისათვის (ადმინისტრაციული/სასამართლო ორგანოებისათვის და მხარისთვის) წარდგენა; - კომპანიის შიდასამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების (შეთანხმებების) პროექტების მომზადება და მათი კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან და კომპანიის სხვა შიდა მმართველობით/განკარგულებით დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანა; - კომპანიის სტუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირების მიერ მომაზადებული კორესპონდენციის სამართლებრივი ექსპერტიზა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაცემა; - შემოსული კორესპოდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება, საჭიროების შესაბამისად დასაბუთებული წერილების მომზადება; - მოთხოვნის შემთხვევში პარტნიორთა კრებაზე დასწრება და განსახილველ საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; - კომპანიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების/შეთანხმებების/მემორანდუმების, სასამართლო საქმის მასალების რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრების წარმოება; - მარეგისტრირებელ ორგანოში კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეგისტრაციის უზრუნველყოფა; - კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების და ცვლილების მუდმივი მონიტორინგი, მათი ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის და სტრუქტურული ერთეულებისათვის; - შესრულება ყველა სხვა პროფესიული დავალებისა, რომლებიც აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად განსახორციელებლად;

პროფესიული მოთხოვნები: - უმაღლესი იურიდიული განათლება; - სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება; - საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა; - MS Office პროგრამების ცოდნა; - რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები: - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული - პუნქტუალურობა;

თუ თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები ემთხვევა ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
HORIZONS GROUP
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის