სერვისის კონსულტანტი
გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის!
iSpace – Apple-ის ერთადერთი Premium Partner მაღაზიათა ქსელი საქართველოში, აცხადეს, სერვისის კონსულტანტის ვაკანსიას და გიწვევს, რომ იმუშაო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და პოპულარულ ბრენდთან.
დღეს iSpace საქართველოში წარმოდგენილია 7 საცალო მაღაზიათა ქსელის ფილიალით და აგრძელებს განვითარებას.
ჩვენ გთავაზობთ: - დასაქმებას საერთაშორისო ორგანიზაციაში - მუშაობას Apple-ის ოფიციალურ პარტნიორთან - წვდომას Apple-ის უნიკალურ სასწავლო პლატფორმასთან - თანამედროვე და ინოვაციურ სამუშაო გარემოს - კარიერული ზრდის შესაძლებლობას - ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათთვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა - დეფექტური პროდუქტების მიღება და სერვისის პროცესის მართვა - მომხმარებლებისთვის პროდუქტის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევა - სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების გაყიდვა - პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა - კოორდინაცია ტექნიკურ დეპარტამენტებთან - მუშაობა Apple-ის და 1C სისტემებში
მოთხოვნები: - სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით - ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდურად მუშაობის უნარი - ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (მინიმუმ B2 დონე)
კონკურენტული ანაზღაურება და საბონუსე სისტემა - ფიქსირებული ანაზღაურება: 1,351 ლარიდან - გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე - ბონუსის მიღების შესაძლებლობა შესაძლებელია გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაშიც — ინდივიდუალური შედეგებისა და შესრულების მაჩვენებლების შესაბამისად - გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ: ფიქსირებული ანაზღაურება იზრდება 1,615 ლარამდე და დამატებით აქტიურდება საბონუსე სისტემა, რომელიც დამოკიდებულია სერვისების გაყიდვების შედეგებზე.
კარიერული განვითარება და დამატებითი ბენეფიტები - კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობები - თანამშრომელთა ლოიალურობის პროგრამა - სამუშაოდ საჭირო MacBook.
თუ ხარ დაინტერესებული ვაკანსიის დეტალებით, გადმოდი ლინკზე https://asbc.selfrecruit.ge/s/OOgC
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.