დღე ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი
"გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დღე ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო საათები: თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს, დღის შესვენება 1 საათი, ღამის შესვენება 4 საათი. ანაზღაურება: 2026 წლის ოქტომბრიდან მინიმალური 1400 ლარი (ხელზე ასაღები). ბონუსი 200-დან 600 ლარამდე, რომელიც დაანგარიშდება მიმდინარე პორტფელის, სესხის გაცემების და კონვერტაციების მოცულობის მიხედვით; ასევე დანამატი გაიცემა კომპანიაში ნამუშევარი სტაჟის მიხედვით. ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა; დაბადების დღის დანამატი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ბრილიანტის ცოდნა);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- რუსული ან ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
ძირითადი მოვალეობები
- ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
- ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
- ფულადი გზავნილების ოპერაციების წარმოება;
- ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
- მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა;
- კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
- კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება
პიროვნული უნარები
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის ვადის ამოწურვამდე!
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: http://www.girocredit.ge/