9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

3VYTSW5K გამოქვეყნდა 13 ოქტ 81 ნახვა

ბეტა პრინტი

ბეტა პრინტი

ტექნიკოსი

ბეტა პრინტი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი სხვა ტექნიკოსი
შესვლა და განაცხადი
₾1300–2500 / თვეში ბოლო ვადა: 11 ნოე

შპს „ბეტა ჰოლდინგი“ ბათუმში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ 2008 წლიდან ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში დამკვიდრებული „ბეტა ჰოლდინგი“ მრავალპროფილური და დინამიკურად განვითარებადი ორგანიზაციაა. ჰოლდინგი აერთიანებს სამ შვილობილ კომპანიას – „ბეტა ივენთი“, „ბეტა პრინტი“ და „ბეტა მატერიალსი“ – რომლებიც მომხმარებელს სრულ სარეკლამო-პოლიგრაფიულ სერვისებს, მასშტაბური ღონისძიებებისთვის საჭირო უახლეს პროფესიონალურ ტექნიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ.

ჩვენი მთავარი ღირებულება ხარისხი, მრავალფეროვნება და პროფესიონალიზმია. ჰოლდინგი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ქმნის სტაბილურ და მრავალფუნქციურ სამუშაო გარემოს და ეძებს თავისი საქმის პროფესიონალებს, ვისთან ერთადაც კიდევ უფრო მასშტაბურ წარმატებებს მიაღწევს!

სამუშაოს აღწერა - მანათობელი ყუთების, მოცულობითი ასოების და სხვადასხვა ტიპის გარე რეკლამის აწყობა, მონტაჟი და დემონტაჟი. - სტიკერებისა და ბანერების ხარისხიანი მონტაჟი და დემონტაჟი.

ძირითადი მოვალეობები - შემკვეთაზე დროული რეაგირება და შეკვეთის აწყობა მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად. - ობიექტზე გასვლა და პროდუქციის სწორი, უსაფრთხო მონტაჟის უზრუნველყოფა. - სამუშაოს დასრულების შემდეგ პროდუქტის ვიზუალური და ტექნიკური შემოწმება. - სამუშაო ხელსაწყოების მოვლა და მათზე პასუხისმგებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - B კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულო). - ტექნიკურ იარაღებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის ცოდნა. - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული და პროფესიული თვისებები - პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. - სიახლეების სწრაფად ათვისებისა და გუნდში ადაპტაციის უნარი.

რას გთავაზობთ? - კომფორტულ, მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს. - ანაზღაურებას: 1300 ლარი + ბონუსი (საშუალო თვიური შემოსავალი: 1800 - 2500 ლარი). - პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობებს მუდმივად მზარდ ჰოლდინგში.

თუ აკმაყოფილებ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე ან დაგვიკავშირდი ნომერზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა