პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

3W74PJC2 გამოქვეყნდა 5 ნოე 19 ნახვა

მამაკაცი მოდელი ერთჯერადი სარეკლამო გადაღებისთვის

ველვეტ პროდაქშენ
Pro დამსაქმებელი

Pro დამსაქმებელი

ამ დამსაქმებელს Pro ანგარიში აქვს: ის findjobs.ge-ზე პირდაპირ აქვეყნებს და განაცხადები პირდაპირ მას აქ მიუვა. Pro ფასიანი გეგმაა და არა კომპანიის შემოწმება.

პირდაპირი

რას ნიშნავს „პირდაპირი“

ეს დამსაქმებელი findjobs.ge-ზე აქვეყნებს და აქვე პასუხობს. განცხადება მისია, ამ საიტისთვის დაწერილი, და არა სხვა წყაროდან აღებული.

ასაქმებ? შენი საკუთარი განცხადებები გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა შეგროვებულებზე მაღლა ჩანს, განაცხადები შენს ანგარიშში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება. განათავსე ან გადმოიბარე შენი განცხადება უფასოდ.

თბილისი სრული განაკვეთი სხვა
₾200–250 დღეში ბოლო ვადა: 9 ნოე
შესვლა და განაცხადი

**სამუშაო ადგილი:** თბილისი **ანაზღაურება:** 200-250 ლარი ფიქსირებული **სამუშაო გრაფიკი: ერთჯერადი, 1-2 საათი **დასაქმების ტიპი: ერთჯერადი პროექტი

ვაკანსიის აღწერა

საახალწლო სარეკლამო კამპანიისთვის (Instagram Reels / TikTok) ვეძებთ მამაკაც მოდელს ერთჯერად სარეკლამო გადაღებაში მონაწილეობის მისაღებად\.

კამერასთან მუშაობის გამოცდილება აუცილებელი არ არის.

**მნიშვნელოვანი ინფორმაცია:** ვიდეორგოლი შესრულდება Faceless ფორმატში, რაც გულისხმობს, რომ მონაწილე პირის სახე კადრში არ გამოჩნდება. გადაღებისას ფოკუსი გაკეთდება სილუეტზე, მხრებსა და სხეულის პროპორციებზე.

მონაწილის კონფიდენციალურობა დაცული იქნება შესაბამისი კონფიდენციალურობის ხელშეკრულებით.

### სამუშაო პირობები

  • გადაღების ადგილი: თბილისი, პრემიუმ კლასის, საახალწლოდ მოწყობილი სტუდია.
  • გადაღების ხანგრძლივობა: დაახლოებით 1-2 საათი.
  • ანაზღაურება: 200-250 ლარი.
  • ანაზღაურების გაცემა: გადაღების დასრულებისთანავე.
  • რეგიონებში მცხოვრები კანდიდატებიც განიხილებიან, იმ პირობით, რომ შეძლებენ თბილისში ჩამოსვლას გადაღების დღეს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სქესი: მამაკაცი.
  • ასაკი: 18 წლიდან.
  • სიმაღლე: მინიმუმ 185 სმ.
  • აღნაგობა: საშუალოდ ათლეტური ან ბუნებრივი მამაკაცური აღნაგობა.
  • იდეალური ფიზიკური ფორმა აუცილებელი არ არის. მცირედით მომატებული წონაც მისაღებია.

### განაცხადის მიღების წესი

კანდიდატების შერჩევა განხორციელდება დისტანციურად, წინასწარი კასტინგის გარეშე.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ საკონტაქტო არხებზე.

განაცხადში აუცილებელია შემდეგი ინფორმაციის მითითება:

1. სახელი და გვარი; 2. ასაკი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი; 3. სიმაღლე და წონა; 4. ტანსაცმლის ზომა; 5. 2-3 ფოტო სრულ სიმაღლეში, სასურველია სპორტულ სამოსში ან მოკლემკლავიანი მაისურითა და შორტით. ფოტოზე სახის დაფარვა ან დაბლარვა დასაშვებია;

**დამატებითი მოთხოვნა:** სარეკლამო სცენარის შესაბამისად, გადაღების გარკვეულ ეპიზოდებში მონაწილე წარმოდგენილი იქნება ფეხშიშველი, რის გამოც საჭიროა ტერფების ვიზუალური მდგომარეობის წინასწარი შეფასება. თმიანი ფეხი ან ტერფი არ წარმოადგენს დაბრკოლებას.

  • შერჩევის პროცესი

გთხოვთ, ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია და ფოტო ერთიანად გამოაგზავნოთ.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით განაცხადის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან ელ-ფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა