საწარმოს თანამშრომელი
პირდაპირი
რას ნიშნავს „პირდაპირი“
ეს დამსაქმებელი findjobs.ge-ზე აქვეყნებს და აქვე პასუხობს. განცხადება მისია, ამ საიტისთვის დაწერილი, და არა სხვა წყაროდან აღებული.
ასაქმებ? შენი საკუთარი განცხადებები გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა შეგროვებულებზე მაღლა ჩანს, განაცხადები შენს ანგარიშში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება. განათავსე ან გადმოიბარე შენი განცხადება უფასოდ.
შპს "იმერი 2020" (https://www.imeri2020.ge) აცხადებს ვაკანსიას საწარმოს თანამშრომლის პოზიციაზე.
კომპანია "იმერი 2020" მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ საკვებს სთავაზობს. "იმერი 2020" მუდმივად ვითარდება, ზრდის ასორტიმენტს და მყიდველს ერთდროულად გემრიელ და სასარგებლო პროდუქციას აწვდის.
ვეძებთ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც აქვს როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული საწარმოო დავალების მიხედვით შეკვეთის შესრულება;
- საწარმოო დანადგარის (შემფუთავი, გასარეცხი) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- სამუშაო სტანდარტის/ჰიგიენის წესების დაცვით პროდუქციის დამზადება.
სასურველია: წარმოებაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები
- ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- მაღალი სამუშაო მოტივაცია;
- ხართ პუნქტუალური და შედეგზე ორიენტირებული.
სამუშაო პირობები
- სამუშაო საათები: 10:00 სთ. - 19:00 სთ. (კვირაში 6 დღე);
- საწყისი ხელფასი: 1200 ლარი ზრდის პერსპექტივით;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, კრისტოფერო კასტელის ქუჩა N8.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.