ბუღალტერი
შპს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (9:45სთ-18:15სთ) სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი გორგასლის ქ. #9
ძირითადი მოვალეობები - პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა; - საბანკო ოპერაციების ასახვა; - სალაროს ოპერაციების წარმოება; - საგადასახადო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; - მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი; - საბუღალტრო ბაზის დამუშავება; - ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; - ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; - ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; - საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა; - ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა; - MS Excel-ის კარგი ცოდნა (Pivot Table, Lookup ფუნქციები, მონაცემთა დამუშავება); - საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1c, Oris, RS.ge და სხვა შესაბამისი პროგრამები); - სასურველია ACCA, ან სხვა პროფესიული განვითარების კურსების სერთიფიკატი ან სწავლების პროცესი.
პიროვნული უნარები - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - ანალიტიკური აზროვნება; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი; - პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი; - პრობლემის დამოუკიდებლად ანალიზისა და გადაწყვეტის უნარი.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც: - პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ საქმიანობას; - არ მალავს შეცდომას და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად ახდენს ინფორმირებას; - იზიარებს გუნდური მუშაობის პრინციპებს; - ორიენტირებულია განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე; - პატივს სცემს სამუშაო პროცესებსა და ორგანიზაციულ სტრუქტურას.
ჩვენ გთავაზობთ - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს; - გამოცდილ გუნდთან მუშაობას; - თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებზე დაფუძნებულ სამუშაო პროცესს; - კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
უპირატესობად ჩაითვლება - სამედიცინო ან მრავალპროფილურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; - ფინანსური ანალიზის საფუძვლების ცოდნა; - Power Query / Power Pivot / Power BI-ის საბაზისო ცოდნა; - ავტომატიზაციისა და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე [ფოტო სურათით] გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge