ბუღალტერ-ოპერატორი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ- ოპერატორის პოზიციაზე.
ვაკანსიის სრული ტექსტის სანახავად და აპლიკაციის შესავსებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://scapp.selfrecruit.ge/s/lSE2o
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საოპერაციო პროგრამაში მსესხებლების მიერ ჩარიცხული თანხების ასახვა; ** საოპერაციო პროგრამიდან რეპორტის მიღება და შედარება საბუღალტრო პროგრამასთან; ** მსესხებლების მიერ ზედმეტად შემოტანილი თანხების აღრიცხვა და კონტროლი საოპერაციო და საბუღალტრო პროგრამებში; ** პარკირებიდან შემოსავლების აღრიცხვა და კონტროლი; ** ცნობებიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა და კონტროლი; ** თვეში 17 სალაროს დისტანციური აუდიტი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი ტექნიკური ან ფინანსების განხრით; ** MS Excel ცოდნა; კომპიუტერული საოფისე სხვა პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
სხვა მოთხოვნები:
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; ** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ** სისხარტე მუშაობაში;
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; ** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან/და ატვირთეთ რეზიუმე (CV).
წარმატებებს გისურვებთ!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.