ფინანსური ანალიტიკოსი
შპს ნაზილბე ++ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - შიდა საოპერაციო და ფინანსური მონაცემების დამუშავება სხვადასხვა ანალიტიკურ ჭრილში; - კომპანიის ბიუჯეტის შედგენა/შემუშავების პროცესში მონაწილეობა და შესრულების ანალიზი; - საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების (IFRS) შესაბამისად ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა; - გარე და შიდა აუდიტორებთან ურთიერთობა; - კომპანიის ბიზნეს ერთეულების ანგარიშგებების მომზადება და მომგებიანობის ანალიზი; - ყოველთვიური რეპორტების მომზადება და ანალიზი. - რეპორტინგის სისტემების, მონაცემთა ანალიტიკის ინოვაციური პრაქტიკების დანერგვა და მუდმივი განვითარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; - ფინანსური ანალიტიკის, რეპორტინგის და აუდიტის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); - ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა; - აუცილებელია Excel, SQL, BI პლატფორმების მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები და უნარები: - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; - პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; - გუნდის მართვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.