9770 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

3Y7P6329 გამოქვეყნდა 13 ოქტ 41 ნახვა

შეფ-კონდიტერი, მცხობელი

კაფე-რესტორანი ასკილი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 14 ნოე

რესტორანი "ასკილი" აცხადებს ვაკანსიას:

ვაკანსია: შეფ-კონდიტერი

სამუშაო ადგილი: რუსთავი სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით ანაზღაურება: შეთანხმებით

ვეძებთ გამოცდილ შეფ-კონდიტერს, რომელიც უზრუნველყოფს საკონდიტრო მიმართულების გამართულ მუშაობას, პროდუქციის მუდმივ ხარისხსა და გუნდის განვითარებას.

ძირითადი მოვალეობები:

  • საკონდიტროს ყოველდღიური საწარმოო პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • კონდიტერთა გუნდის სამუშაოს განაწილება, სწავლება და შესრულების კონტროლი;
  • დესერტების, ტორტებისა და საკონდიტრო ნაწარმის ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი;
  • რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ბარათების დაცვა, ახალი პროდუქტების შემუშავება;
  • ნედლეულის რაციონალური გამოყენება, დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება;
  • შეკვეთების, მათ შორის ინდივიდუალური ტორტების, ვადებისა და შესრულების კონტროლი;
  • სურსათის უვნებლობის, HACCP-ისა და ჰიგიენის წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შეფ-კონდიტერის ან უფროსი კონდიტერის პოზიციაზე პრაქტიკული გამოცდილება;
  • საკონდიტრო ტექნოლოგიებისა და წარმოების პროცესების საფუძვლიანი ცოდნა;
  • გუნდის მართვის, დაგეგმვისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
  • დისციპლინა, სიზუსტე, პასუხისმგებლობა და შემოქმედებითი მიდგომა.

ჩვენ გთავაზობთ:

პროფესიულ გუნდთან თანამშრომლობას, მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს და განვითარების შესაძლებლობას.

როგორ გამოეხმაუროთ

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე. წერილის სათაურში მიუთითეთ: "შეფ-კონდიტერი".

კანდიდატების პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შერჩევის პროცესის მიზნებისთვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ვაკანსია: მცხობელი

სამუშაო ადგილი: რუსთავი სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით ანაზღაურება: შეთანხმებით

ვეძებთ პასუხისმგებლობიან მცხობელს, რომელსაც შეუძლია სტაბილურად მაღალი ხარისხის ცომეულის მომზადება და გამოცხობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახის ცომეულის მომზადება დადგენილი რეცეპტურით;
  • ცომის მოზელა, ფორმირება, ფერმენტაციისა და გამოცხობის პროცესების მართვა;
  • პროდუქციის გემოს, ტექსტურის, წონისა და ვიზუალური ხარისხის კონტროლი;
  • ნედლეულის სწორად შენახვა, პორციონირება და ეკონომიური გამოყენება;
  • ღუმელების, სამუშაო ზედაპირებისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
  • შეკვეთების დროულად შესრულება და გუნდთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მცხობელად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ცომის დამუშავებისა და გამოცხობის რეჟიმების ცოდნა;
  • რეცეპტურის ზუსტად დაცვის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, სისუფთავე, სისწრაფე და გუნდურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

პროფესიულ გუნდთან თანამშრომლობას, მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს და განვითარების შესაძლებლობას.

როგორ გამოეხმაუროთ

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე. წერილის სათაურში მიუთითეთ: "მცხობელი".

კანდიდატების პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შერჩევის პროცესის მიზნებისთვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა