8,647 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

3ZSMXKH7 გამოქვეყნდა 21 სექ 9 ნახვა

თიბისი

თიბისი

პროდუქტის მფლობელი - უზრუნველყოფილი სესხების მიმართულება

თიბისი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 11 ოქტ

სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას: პროდუქტის მფლობელი - უზრუნველყოფილი სესხების მიმართულება

მოქმედების ვადა: 20/09/2026 დასაქმების ტიპი: მუდმივი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა თიბისის, საცალო დაკრედიტების ლიგში ვეძებთ უზრუნველყოფილი სესხების პროდუქტის მფლობელს! პოზიციაზე პასუხისმგებელი იქნები უზრუნველყოფილი სესხების პროდუქტის სტრატეგიულ განვითარებაზე, პორტფელის ზრდასა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული საკრედიტო შეთავაზებების შექმნაზე. ითანამშრომლებ სხვადასხვა ბიზნეს, ტექნოლოგიურ და მხარდამჭერ გუნდებთან, რათა უზრუნველყო მიმართულების მდგრადი ზრდა, მაღალი ეფექტიანობა და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება.

რას გააკეთებ - მართავ უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების პროდუქტს და განსაზღვრავ მისი განვითარების სტრატეგიას; - განსაზღვრავ და განახორციელებ პორტფელის ზრდისა და ბიზნეს შედეგების გაუმჯობესების ინიციატივებს; - გაანალიზებ პორტფელის შედეგებს, მომხმარებლის საჭიროებებსა და ბაზრის ტენდენციებს და გამოავლენ განვითარების შესაძლებლობებს; - იზრუნებ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და პროდუქტის მუდმივ განვითარებაზე; - ითანამშრომლებ ბიზნეს, ტექნოლოგიურ და სხვა შიდა გუნდებთან ახალი შესაძლებლობებისა და პროცესების განვითარების მიზნით; - უზრუნველყოფ პროდუქტული ინიციატივების ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობას და მათ ეფექტიან განხორციელებას.

კვალიფიკაცია - მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება საბანკო ან ფინანსურ სექტორში; - უზრუნველყოფილი სესხების პროდუქტების მართვის ან განვითარების გამოცდილება; - საკრედიტო პროდუქტებისა და საცალო დაკრედიტების (Retail Lending) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; - პროდუქტის, პორტფელის ან ბიზნეს მიმართულების მართვის გამოცდილება; - მონაცემების ანალიზისა და მათზე დაფუძნებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება; - ტექნოლოგიურ გუნდებთან თანამშრომლობის გამოცდილება; - მენეჯერული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ინგლისური ენის ცოდნა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/BNRww

დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თიბისი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა