9858 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

403319GP გამოქვეყნდა 10 ოქტ 52 ნახვა

მმედია ინტერნეშენალ აი ენ სი

მმედია ინტერნეშენალ აი ენ სი

სოციალური მედიის მართვის (SMM) კურსი / ტრენინგი

შესვლა და განაცხადი
₾450 / თვეში ბოლო ვადა: 8 ნოე

ორგანიზატორი: DoSocial.ge

DoSocial.ge 8 წელზე მეტია მართავს კომპანიების სოციალურ მედიას და გიწვევთ სოციალური მედიის მართვის (SMM) პრაქტიკულ კურსზე / ტრენინგზე. ვასწავლით ზუსტად იმას, რასაც თვითონ ვაკეთებთ ყოველდღე — რეალური კლიენტებისთვის.

ტრენინგი განკუთვნილია:

  • სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ პრაქტიკული უნარის შეძენა;
  • მათთვის, ვისაც სურს ციფრული მარკეტინგის სფეროში დასაქმება;
  • ფრილანსერებისთვის (Upwork, LinkedIn, Fiverr);
  • ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი სოციალური მედიის მართვა.
  • წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის.

ტრენინგის პროგრამა:

კვირა 1 — სოციალური მედია ბიზნესში

  • რა არის SMM და რატომ სჭირდება ბიზნესს
  • Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn — მიმოხილვა
  • სააგენტოს სამუშაო პროცესი შიგნიდან
  • კარიერული გზები — ადგილობრივი და საერთაშორისო

კვირა 2 — სტრატეგია და კონტენტი

  • სამიზნე აუდიტორიის კვლევა და პერსონა
  • კონტენტ სტრატეგია და კალენდარი
  • Copywriting სოციალური მედიისთვის
  • Canva — ვიზუალი პროფესიონალურ დონეზე

კვირა 3 — რეკლამა და ტარგეტინგი

  • Meta Business Manager — სრული სეტაპი
  • Facebook და Instagram რეკლამის ფორმატები
  • ტარგეტინგი, Pixel, Custom Audiences
  • რეალური კამპანიის შექმნა — ლაივ სესია

კვირა 4 — შედეგები, კლიენტი და კარიერა

- ანალიტიკა და რეპორტინგი - კლიენტების მოძიება Upwork-სა და LinkedIn-ზე - საბოლოო პროექტი - სერტიფიკატის გადაცემა -

ტრენინგის შესახებ:

- ხანგრძლივობა: 4 კვირა, 8 გაკვეთილი (კვირაში 2 გაკვეთილი, თითო 1–1.5 საათი) - ფორმატი: ონლაინ (Zoom / Google Meet), საღამოს საათებში - ჯგუფში მაქსიმუმ 15 მონაწილე - ყოველ გაკვეთილს ახლავს პრაქტიკული დავალება - გაკვეთილების ჩანაწერები ხელმისაწვდომია მონაწილეებისთვის - დასრულებისას გაიცემა DoSocial.ge-ის სერტიფიკატი - წარმატებული მონაწილეები გაივლიან სტაჟირებას კომპანიაში - ტრენინგი იწყება ჯგუფის დაკომპლექტებისთანავე -

ღირებულება: 450 ლარი (გადახდა ბარათით ან საბანკო გადარიცხვით)

კურსის / ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, ხოლო წარმატებულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ფასიანი სტაჟირება კომპანიაში.

რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაცია: https://dosocial.ge/course/

კონტაქტი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

გამოიმუშავეთ findjobs.ge-სთან: ღიაა ყველასთვის, დაიწყეთ დღესვე

გამორჩეული Pro
findjobs.ge დისტანციური სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR საქართველო მიმართე აქ
1 სექ

დისტანციური მუშაობა ოპერატორად, ზარების გარეშე!

Pro
Gen Agency თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR მიმართე აქ
₾2600–4800 +173% ჩვეულებრივთან შედარებით 13 ოქტ

ვეძებთ აქტიურ ჩატ ოპერატორებს (დისტანციურად)

Pro
Boris HR დისტანციური სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR სწავლება · განცხადებაში მიმართე აქ
₾2099–9000 13 ოქტ

სოციალური ქსელი მართვის მენეჯერი

ახალი
ნიუ აუტო მოტორსი თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR მიმართე აქ
₾1500–2000 −18% ჩვეულებრივთან შედარებით 21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა