ფინანსური ანალიტიკოსი - სტრატეგიული ფინანსები
თიბისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ფინანსური ანალიტიკოსი - სტრატეგიული ფინანსები.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო / სტრატეგიული ფინანსების დეპარტამენტი თანამშრომლები ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობენ დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი მოქმედების ვადა: 10/11/2026
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა - კლიენტებისა და კლიენტური ჯგუფების მომგებიანობის მონიტორინგი, ანალიზიდაშესაბამისირეკომენდაციებისმომზადება; - კლიენტური ბაზის ანალიზი — აქტივობა, Monthly Active Users, მოზიდვა, გადინება, retention, cross-sell და სხვა ძირითადიმაჩვენებლები; - ახალი ინიციატივების, შეთავაზებებისა და კამპანიების ფინანსურიეფექტიანობისშეფასება — business case, unit economics, breakeven და ROI; - ფინანსური და კომერციული Target-ების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა და მათი შესრულებისმონიტორინგი; - დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება და მათზე დაფუძნებული ანალიტიკური ხედვებისა და რეკომენდაციების მომზადება; - რთული ანალიზის მარტივ, სტრუქტურულ და გადაწყვეტილებაზე ორიენტირებულ ფორმატში წარმოდგენა; - ანალიტიკური პროცესების გაუმჯობესება და ავტომატიზაცია.
კვალიფიკაცია - ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; - ფინანსური და კომერციული მონაცემების გააზრების უნარი; - დამოუკიდებლად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისუნარი; - კომპლექსური საკითხების მარტივად და სტრუქტურულად კომუნიკაციის უნარი; - პროაქტიული მიდგომა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების სურვილი; - ცვლილებებთან სწრაფად ადაპტირების უნარი.
აუცილებელი ტექნიკური უნარები: - Power BI და SQL; - Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა; - დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება; - AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.
სასურველი უნარები: - ფინანსური ანალიზის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, სასურველია საბანკოანფინანსურსექტორში; - ფინანსური მოდელირებისა და business case-ის მომზადების გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/CxzfG
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.