ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერი
სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე, სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების განყოფილებაში. სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი) სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები: - ავტო სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მიზნით სადაზღვევო შემთხვევების დადგომის დროს კლიენტებთან პირველადი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, შემთხვევის ადგილზე გასვლა; - კლიენტისთვის შესაგროვებელი საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; - შემთხვევის პირველადი შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ექსპერტის ჩართვის საჭიროებაზე; - საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ პირველადი ანგარიშის მომზადება და სადაზღვევო შემთხვევების ბექ ოფისისთვის გადაცემა განსახილველად; - დოკუმენტაციის ჩაბარება, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება; - კლიენტისთვის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიწოდება, სადაზღვევო შემთხვევის აქტის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - აუცილებელია სამუშაო გამოცდილება საბანკო ან სადაზღვევო სფეროში, კლიენტებთან ურთიერთობის/მომსახურების მიმართულებით; - უპირატესად ჩაითვლება სადაზღვევო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - მნიშვნელოვანია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება; - ინგლისური და რუსული ენების საკმუნიკაციო დონეზე ცოდნა; - B კატეგორიის მართვის მოწმობა.
აუცილებელი უნარები: - დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი - აქტიური მოსმენის უნარი - ორგანიზებული - ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული - კეთილგანწყობილი და თავაზიანი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.