8434 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

43EAV1EB გამოქვეყნდა 3 სექ 3 ნახვა

ლოგისტიკის სპეციალისტი

ჯეო ტექნიკსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების გადაზიდვა, კომერციული/სასაწყობე ფართებისა და სამშენებლო სპეც. ტექნიკის გაქირავება წარმოადგენს.

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას - ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00-18:00)

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; ა. ბელიაშვილის #142

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებთან პროცესის კოორდინირებაში ჩართულობა;

** შემოსული შეკვეთების კოორდინირება, სწორი გადანაწილება და შესრულებული სამუშაოს ეფექტურობის უზრუნველყოფა;

** დღის განმავლობაში შემუშავებული მარშრუტის GPS კონტროლი;

** გაწეული მომსახურების შესაბამისი ინვოისების მომზადებაში ჩართულობა;

** ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;

** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** კორპორატიული ნომერი;

** ფიქსირებული დანამატი ხელფასზე არასრულწლოვანი შვილების ყოლის შემთხვევაში;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჯეო ტექნიკსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის