← ყველა ვაკანსია

43HHZS7B გამოქვეყნდა 16 ნოე 7 ნახვა

დასუფთავების სუპერვაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი დასუფთავება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 16 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 16 დეკ

"Onyx City Center Hotel Tbilisi" — თანამედროვე, 5-ვარსკვლავიანი ბიზნესსასტუმრო, რომელიც მდებარეობს თბილისში, პეკინის გამზირის №30-ში, ქალაქის ერთ-ერთ აქტიურ ბიზნეს და კომერციულ უბანში. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე დიზაინით მოწყობილ კომფორტულ ნომრებს, მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ინდივიდუალურ მიდგომას.სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს რესტორანს, ბარს, შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეებს, კაზინოსა და 24-საათიან მიღება-განთავსების მომსახურებას.

Onyx City Center Hotel Tbilisi განკუთვნილია როგორც საქმიანი ვიზიტით, ისე დასვენების მიზნით ჩამოსული სტუმრებისთვის და აერთიანებს თანამედროვე კომფორტს, მომსახურების მაღალ სტანდარტებსა და გამორჩეულ სტუმართმოყვარეობას.

სასტუმრო ONYX CITY CENTER HOTEL TBILISI აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • დასუფთავების გუნდის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, სამუშაო დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
  • სასტუმროს ნომრების, საერთო სარგებლობისა და საოპერაციო სივრცეების დასუფთავების ხარისხის შემოწმება და დადგენილი სტანდარტების დაცვა;
  • ნომრების დროული მომზადების, შემოწმებისა და სტატუსების განახლების კოორდინაცია;
  • თანამშრომლების ყოველდღიური ბრიფინგების ჩატარება, სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და ახალი თანამშრომლების სწავლება;
  • თეთრეულის, საწმენდი საშუალებებისა და საოპერაციო მარაგების მოხმარებისა და რაციონალური გამოყენების კონტროლი;
  • პროფესიული საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების სწორი დოზირების, განზავებისა და უსაფრთხო გამოყენების კონტროლი;
  • დასუფთავების ინვენტარის, სამუშაო ურიკებისა და სართულების დამხმარე საწყობების მოწესრიგებულობის კონტროლი;
  • ნომრებში აღმოჩენილი ტექნიკური გაუმართაობებისა და დაზიანებების აღრიცხვა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაცია;
  • სტუმრების მოთხოვნებსა და დასუფთავებასთან დაკავშირებულ საჩივრებზე დროული რეაგირება;
  • თანამშრომელთა სამუშაო დისციპლინის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
  • ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ფაქტობრივი ნაშთების გადამოწმება და გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ყოველდღიური სამუშაო ანგარიშების, ნომრების შემოწმების ჩეკლისტებისა და მარაგების აღრიცხვის ცხრილების წარმოება;
  • მენეჯერთან და სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასტუმროს დასუფთავების დეპარტამენტში სუპერვაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ნომრების დასუფთავების სტანდარტებისა და საოპერაციო პროცედურების (SOP) ცოდნა;
  • პროფესიულ საწმენდ და სადეზინფექციო საშუალებებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, მათი დანიშნულების, დოზირების, განზავებისა და უსაფრთხო გამოყენების წესების ცოდნა;
  • Microsoft Excel-ისა და Word-ის ცოდნა, სამუშაო ცხრილების, ჩეკლისტებისა და ყოველდღიური ანგარიშების დამოუკიდებლად წარმოების უნარი;
  • ** სასტუმროს მართვის სისტემებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდის ორგანიზების, თანამშრომელთა სწავლებისა და სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი.

სამუშაო ადგილი: ONYX City Center Hotel Tbilisi, თბილისი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "დასუფთავების სუპერვაიზერი".

კომპანია დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით დაადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა