გაყიდვების მენეჯერი
გაყიდვების მენეჯერი (Sales Manager) — ჰიბრიდული გრაფიკი
მდებარეობა: დაბა სურამი
სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული
დასაქმების ფორმატი: მოქნილი (დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით)
ფიქსირებული 1, 200 - 1, 500 ლარი (ხელზე, კვალიფიკაციის მიხედვით) + 3%-დან 5%-მდე ბონუსი რეალური გაყიდვებიდან. (გეგმის შესრულების შემთხვევაში რეალური ყოველთვიური შემოსავალი: 4, 500 - 6, 000+ ლარი).
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კორპორატიული კლიენტების, ტურისტული სააგენტოების, B2B პარტნიორების, საცეკვაო/სპორტული ფედერაციებისა და ანსამბლების აქტიური მოძიება და მოზიდვა.
** სასტუმროს საკონფერენციო სივრცისა და საცეკვაო დარბაზის მაქსიმალურ დატვირთვაზე ზრუნვა (ჯგუფური ჯავშნები, ტრენინგები, ბანაკები, ივენთები).
** პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება, ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება.
** ონლაინ გაყიდვების არხების (Booking.com, Expedia და სხვ.) ეფექტური მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასტუმროს, ტურიზმის ან მასპინძლობის სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება.
** კორპორატიულ კლიენტებთან (B2B) და ტუროპერატორებთან მუშაობის დადასტურებული გამოცდილება (საკუთარი ბაზების არსებობა ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (რუსული ან სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
** საოფისე პროგრამებისა (MS Office) ცოდნა.
** მოლაპარაკებების წარმოების, პრეზენტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის მაღალი უნარები.
** შედეგზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
გთავაზობთ:
** მაღალ და მოტივირებულ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან ზედა ზღვარის გარეშე).
** მოქნილ, ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს.
** კორპორატიულ სატელეფონო ლიმიტს.
** სურამში ვიზიტისას სასტუმროში განთავსებას და კვებას.
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას დინამიურ გარემოში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი - სურამი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.