სპა ცენტრის დასუფთავების თანამშრომელი
სასტუმრო შერტონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას სპა ცენტრის დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა 1
თუ გამოირჩევით პასუხისმგებლობით, მოწესრიგებულობით და გსურთ იმუშაოთ მაღალი სტანდარტების გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები
- სპა ცენტრისა და მისი ტერიტორიების სისუფთავის უზრუნველყოფა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
- ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
- სამუშაო სივრცეების, გასახდელების, საშხაპეებისა და საერთო ზონების მოწესრიგება;
- აღმოჩენილი ხარვეზების ან დაზიანებების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- ნაპოვნი ნივთების დამუშავება და გადაცემა დადგენილი პროცედურების მიხედვით;
- სტუმრებისთვის სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანი დამოკიდებულება;
- სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვის მზაობა.
სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში, გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!