9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

46D3JMK6 გამოქვეყნდა 9 ოქტ 30 ნახვა

ბუღალტერი საბანკო გადარიცხვების მიმართულებით

ახალი ხედვა გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1700–2000 / თვეში −39% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 3,032 ₾ · 22 განცხადება ბოლო ვადა: 10 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"ახალი ხედვა" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით.

კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე - საბანკო გადარიცხვების მიმართულებით.

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
  • სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 09:00 - 18:00 სთ.
  • ანაზღაურება: 1700-2000 ლარი (NET).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • უცხოური და ადგილობრივი საბანკო გადარიცხვების წარმოება;
  • გადარიცხვებისთვის საჭირო საფუძვლების / დოკუმენტების სისწორისა და სისრულის კონტროლი/უზრუნველყოფა;
  • Signify-ის საშუალებით გასაფორმებელი დოკუმენტების ადმინისტრირება / ყოველთვიური გადარიცხვებისთვის საჭირო დოკუმენტების (მიღება ჩაბარებები, საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებები) გაფორმება;
  • სადაზღვევო კომპანიებთან გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების ვადების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშსწორება ვადების დაცვით;
  • ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი მონაცემების დამუშავება, ანალიზი და პროგრამულ სისტემაში ასახვა;
  • პროგრამა Fina-ს ტექნიკური მხარდაჭერა;
  • საჭიროების შემთხვევაში, მის საქმიანობასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბუღალტერია/ფინანსების განხრით;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საგადასახადო კოდექსის საფუძვლების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებული.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ბუღალტერი - საბანკო გადარიცხვების მიმართულებით.

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნეს გიდი

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სივრცის კონსულტანტი - ისნის ს/ც 2

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სივრცის კონსულტანტი 1/2 განაკვეთი - ვარკეთილის ს/ც 2

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (ეტაპი II) - ზესტაფონის ს/ც 1

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა