დითეილინგის სპეციალისტი
კომპანია "ჯი-თი მოტორსი" - საავტომობილო ბრენდების Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW/Mini-ს და BMW Motorrad-ის ოფიციალური წარმომადგენელი და გლობალური იმპორტიორი საქართველოში - სამღებრო-სათუნუქე საამქროში აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დითეილინგის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155 სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი და ყოველი მეორე შაბათი - 10:00-18:00
პოზიციის მიზანი: პოზიციის მიზანი არის რომ დროულად და შეუფერხებლად მოხდეს ავტოსერვისში შემოსული ავტომობილებზე სამუშაოს ჩატარება (დამცავი/ფერადი ფირის დაკვრა; კერამიკული საფარით ექსტერიერის/ინტერიერის დაფარვა) კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები: - სატრანსპორტო საშუალების გარეგანი მდგომარეობის შემოწმება/დადგენა. - მიღებული სამუშაოს დეტალურად შესწავლა, დაგეგმვა, ინსტრუმენტების მომზადება, სამუშაო პროცესში წარმოშობილი შესაძლო დაზიანებების და რისკების შეფასება, სატრანსპორტო საშუალების საერთო ვიზუალური მდგომარეობის დადგენა. - ფირის შეთანხმებული სამუშაოს შესაბამისი მოჭრა, ფირის მონტაჟი, საჭიროების შემთხვევაში კერამიკული საფარით დაფარვა. - ფირების გაკვრა და მომზადება: ავტომობილის ძარისა და ცალკეული ელემენტების მომზადება ფირის გასაკვრელად (ღრმა წმენდა, გაცხიმოვნება, თიხით დამუშავება); გამჭვირვალე დამცავი ფირის (PPF) და ფერადი ვიზუალური ფირების (Vinyl Wrap) პროფესიონალური გაკვრა; ელემენტების (ბამპერი, კაპოტი, ფრთები, სალონის დეტალები) ზუსტი დამუშავება, ჭრა და ნაპირების უხილავად შეკეცვა; საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის დეტალების (სახელურები, მოლდინგები, ფარები) უსაფრთხო დემონტაჟი და მონტაჟი. - დითეილინგი და მოვლა: ლაქ-საღებავის დაფარვის პოლირების ზედამხედველობა (1, 2 ან 3-ეტაპიანი) დეფექტებისა და ნაკაწრების მოსაშორებლად; კერამიკული და დამცავი საფარების (Ceramic Coating / Nano Polish) დატანა; ავტომობილის ექსტერიერისა და ინტერიერის ქიმწმენდა/დითეილინგის ზედამხედველობა. - ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოება: გაწეული სამუშაოს ხარისხის შემოწმება (ბუშტუკების, ნაკეცების ან ხარვეზების გამორიცხვა); სამუშაო იარაღებისა და ქიმიური საშუალებების სწორი, უსაფრთხო გამოყენება და მოვლა. - დაწყებული სამუშაოს დასრულება შესაბამის ვადებში, დასრულების დაუყოვნებლივ შეტყობინება სამღებრო-სათუნუქე საამქროს კონტროლერისთვის; - სამუშაო მასალების მარაგების კონტროლი, სამღებრო-სათუნუქეს საწყობის მენეჯერის ინფორმირება მარაგების შესახებ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები: - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი; - A კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად; - რამდენიმე დავალებაზე პარალელურად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/rNK8QmUd
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.