წარმოების თანამშრომელი
ჩვეულებრივის ფარგლებში · ჩვეულებრივ 1,899 ₾ · 31 განცხადება
გამოქვეყნდა 14 ნოე (დარჩა 28 დღე) ბოლო ვადა: 12 დეკ
რონის პიცა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: წარმოების თანამშრომელი.
ანაზღაურება: 1700–2000 ლარი თვეში(ხელზე) გრაფიკი: ორშაბათი–შაბათი, 8:00–16:00 მისამართი: თბილისი, ძმები ჭილაშვილების 30
რონის პიცა ეძებს პასუხისმგებელ, მოწესრიგებულ და ფიზიკურად გამძლე ადამიანს, რომელიც შეუერთდება ჩვენს საწარმოო გუნდს. თუ გიყვართ მოწესრიგებული და სიზუსტით მუშაობა და გსურთ გუნდის ნაწილი გახდეთ, მოგვწერეთ.
რას გააკეთებთ მიიღებთ პროდუქციას და დაასაწყობებთ
- შეამოწმებთ პროდუქციის რაოდენობას და ხარისხს
- მონაწილეობას მიიღებთ საწარმოში ყველა სახის პროდუქციის მომზადებაში
- უზრუნველყოფთ მომზადებული პროდუქციის გატანას
- დაიცავთ ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა პროცედურას
- მონაწილეობას მიიღებთ დასუფთავებაში მომზადებამდე და მომზადების შემდეგ, რათა საწარმო სუფთა და მოწესრიგებული იყოს
ვის ვეძებთ
- გაქვთ მოქმედი მართვის მოწმობა (B ან C კატეგორია — გთხოვთ, მიუთითოთ)
- შეგიძლიათ მძიმე ტვირთის აწევა და გადატანა
- დისციპლინირებული ხართ და სამსახურში დროულად ცხადდებით
- პასუხისმგებლობით და სიზუსტით მუშაობთ, იცავთ პროცედურებს
- გუნდში კარგად მუშაობთ
უპირატესობა: წარმოებაში ან საკვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
რას გთავაზობთ
- 1700–2000 ლარი თვეში
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფიტ პასი
- ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე
- სტაბილური გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 8:00 საათიდან 16:00 საათამდე
როგორ განაცხადოთ წერილის სათაურში მიუთითეთ: „წარმოების თანამშრომელი“ და მიუთითეთ: მართვის მოწმობის კატეგორია (B ან C) შერჩეულ კანდიდატებს დაგიკავშირდებით გასაუბრებისთვის.