მერჩენდაიზერი / პრესელერი
Green & Purple Georgia აცხადებს ვაკანსიას: მერჩენდაიზერი / პრესელერი - 1,500 ლარამდე ხელზე
ანაზღაურება: 1,000 ლარი ფიქსირებული + 400–500 ლარამდე ბონუსი (NET)
სამუშაო ადგილი: თბილისი გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00
CV არ გაქვს? პრობლემა არაა! განაცხადის შევსება მარტივია — https://jobs.eco.com.ge/
გაიცანი ჩვენი ბრენდები! გინდა შენი ყოველდღიური საქმე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების განვითარებას დაუკავშირო?
Green & Purple Georgia არის მზარდი FMCG სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც საქართველოში წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: Del Monte — მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, მრავალწლიანი ისტორიით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხილის წვენებს, გამაგრილებელ სასმელებსა და ხილის პროდუქტებს. Instagram: https://www.instagram.com/delmonte_georgia/ Grüne Kraft — გერმანული საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ხარისხსა და ეფექტურობაზე. Instagram: https://www.instagram.com/grunekraftgeo/
ჩვენი მიზანია, ეს ბრენდები კიდევ უფრო მეტ მომხმარებლამდე მივიტანოთ და მაღაზიებში მათი საუკეთესო წარმოდგენა უზრუნველვყოთ.
ახლა კი ვეძებთ ახალ თანაგუნდელს — შეიძლება სწორედ შენ!
რას გააკეთებ? ეს არ არის მხოლოდ თაროების მოწესრიგება! შენ გექნება საკუთარი სავაჭრო ობიექტები და შესაძლებლობა, რეალურად იმოქმედო ბრენდების განვითარებასა და გაყიდვებზე.
- მოინახულებ მაღაზიებს წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით;
- გააკონტროლებ პროდუქციის მარაგებს და გააფორმებ შეკვეთებს;
- იზრუნებ, რომ ჩვენი ბრენდები თაროებზე კარგად ჩანდეს;
- შეამოწმებ ფასებს, აქციებსა და ვარგისიანობის ვადებს;
- ითანამშრომლებ მაღაზიების გუნდებთან;
- მოიძიებ დამატებითი განთავსებისა და გაყიდვების ზრდის შესაძლებლობებს;
- გაგვიზიარებ მოკლე ფოტორეპორტს შესრულებული სამუშაოს შესახებ.
შენ ჩვენი ადამიანი ხარ, თუ
- გიყვარს აქტიური სამუშაო და არ გინდა მთელი დღე ოფისში ჯდომა;
- ადამიანებთან კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა;
- ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და ინიციატივიანი;
- შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა;
- თავისუფლად იყენებ სმარტფონს;
- გინდა ისწავლო, განვითარდე და შენი შრომის შედეგი დაინახო.
- გამოცდილება არ გაქვს? No worries!
მთავარია მონდომება — სამუშაო პროცესს გასწავლით.
მერჩენდაიზინგის ან გაყიდვების გამოცდილება და საკუთარი ავტომობილის ქონა დამატებითი უპირატესობაა.
რას მიიღებ ჩვენგან?
- 1,000 ლარი ფიქსირებული ხელფასი (ხელზე);
- 400–500 ლარამდე ყოველთვიური ბონუსი (ხელზე), შედეგების მიხედვით;
- ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება შეთანხმებული პირობებით;
- წინასწარ დაგეგმილი სამუშაო მარშრუტები;
- მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
- სწავლისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- გუნდი, სადაც შენს იდეებსა და ინიციატივას მნიშვნელობა აქვს.
როგორ შემოგვიერთდე? CV არ გაქვს? არანაირი პრობლემა!
შეავსე მოკლე ონლაინ განაცხადი და გაგვეცანი.
- CV სავალდებულო არ არის
- გამოცდილება აუცილებელი არ არის
- განაცხადის შევსება ტელეფონიდანაც შეგიძლია
შეავსე განაცხადი აქ: https://jobs.eco.com.ge/
თუ CV უკვე გაქვს, შეგიძლია გამოგვიგზავნო ელფოსტაზე.
წერილის სათაურში მიუთითე: მერჩენდაიზერი / პრესელერი
შემოიტანე შენი ენერგია ჩვენს გუნდში და განავითარე ჩვენთან ერთად საერთაშორისო ბრენდები!