9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

47SKW22Z გამოქვეყნდა 5 ოქტ 28 ნახვა

მოლარე-კონსულტანტი

რანიცა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები მოლარე
შესვლა და განაცხადი
₾1200 / თვეში ჩვეულებრივის ფარგლებში · ჩვეულებრივ 1,181 ₾ · 158 განცხადება ბოლო ვადა: 6 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სუპერმარკეტი/მაღაზია "რანიცა" წარმოადგენს ბელორუსული პროდუქციის მაღაზიას, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ ყოველდღიურობაში ხარისხი, ავთენტურობა და სიმყუდროვე შემოვიტანოთ.

ნამდვილი ღირებულება პატარა დეტალებში იმალება: ყურადღებით შერჩეულ პროდუქტებში, თბილ გარემოსა და გულწრფელ მომსახურებაში.

მარკეტი "რანიცა" აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას ქ. თბილისში, საბურთალოს ფილიალში.

ანაზღაურება: 1200₾ (საათობრივი ანაზღაურება) + ბონუსი (გამომუშავებით) გრაფიკი: 10:00-22:00

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • თვეში 15 სამუშაო დღე
  • მსუბუქი და კომფორტული სამუშაო
  • კეთილგანწყობილი გუნდი და კომფორტული სამუშაო სივრცე
  • ხელფასის მატება და ბონუსები
  • სატრანსპორტო ბარათი
  • დაზღვევა

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით
  • პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება
  • წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი
  • სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა
  • სალარო აპარატთან მუშაობა
  • მიტანის სერვისის პროგრამასთან მუშაობა
  • არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის

უნარები, რასაც კომპანიაში ვაქცევთ ყურადღებას არის:

  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირებული
  • დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (ინგლისური, რუსული)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ ეს აპლიკაცია:

ან გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიცია "მოლარე-კონსულტანტი" და კომპანია თავად დაგიკავშირდებათ.

მაღაზიათა ქსელი "რანიცა" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ჩვენთან შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ჩვენთან გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ჩვენთან ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა