უნივერსალური მოლარე - შემფასებელი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე - შემფასებლის პოზიციაზე თბილისის ფილიალებში.
თუ გაქვს გამოცდილება ოქროსა და ძვირფასი ლითონების შეფასებაში და გინდა სტაბილური სამსახური, კარგი ანაზღაურება და განვითარების შესაძლებლობა - ეს პოზიცია შენთვისაა.
მხოლოდ დღის ცვლები | კვირაში 5 დღე ფიქსირებული ანაზღაურება + საოპერაციო და სალომბარდე ბონუსი ჯანმრთელობის დაზღვევა კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
რას მოიცავს პოზიცია? - ოქროსა და ძვირფასი ლითონების შეფასებას; - მომხმარებლისთვის სასესხო პირობების შეთავაზებასა და ხელშეკრულების გაფორმებას; - სალარო ოპერაციების წარმოებას.
ძირითადი მოთხოვნები - ოქროს/ძვირფასი ლითონების შეფასების გამოცდილება; - სალარო ან ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე; - კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ckzSVAle თუ ეს პოზიცია შენს გამოცდილებას შეესაბამება, გამოგვიგზავნე CV და გახდი ინტელიექსპრესის გუნდის წევრი!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.