პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

489WDJ9P გამოქვეყნდა 13 ნოე 4 ნახვა

ვებგვერდის კონტენტ მენეჯერი

ავერსი ფარმა

ავერსი ფარმა

ავერსი ფარმა გარე განცხადება
შეთანხმებით ორიგინალზე გადასვლა ↗

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 25 დღე) ბოლო ვადა: 8 დეკ

კომპანია „ავერსი“ აცხადებს ვაკანსიას ვებგვერდის კონტენტ მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის ვებგვერდის ყოველდღიური მართვა და ადმინისტრირება;
  • ვებგვერდზე სიახლეების, სტატიების, პროდუქტებისა და სხვა კონტენტის განთავსება და განახლება;
  • ვებგვერდის სტრუქტურისა და განთავსებული ინფორმაციის მოწესრიგება;
  • საკვანძო სიტყვების კვლევა, შერჩევა და კონტენტში გამოყენება SEO პრინციპების გათვალისწინებით;
  • ვებგვერდის ტრაფიკის, საძიებო სისტემებში პოზიციებისა და ორგანული ძიების შედეგების მონიტორინგი;
  • ვებგვერდის გამართულობის მონიტორინგი და ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად შესაბამის სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
  • ვებგვერდის განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • ვებგვერდის მართვისა და ადმინისტრირების გამოცდილება;
  • კონტენტის მართვის სისტემებთან (CMS) მუშაობის გამოცდილება;
  • SEO-ს საბაზისო პრინციპების ცოდნა;
  • Google Analytics 4-სა და Google Search Console-თან მუშაობის ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 07.12.2026 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1532); +995 577 39 98 29

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/z7VTe5Ru34

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა