ლაზეროთერაპევტი
კლინიკების ქსელი "მედი" — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.
კლინიკა მედის პრიორიტეტები
- საუკეთესო მომსახურება
- კვალიფიციური ექიმები
- უახლესი ტექნოლოგიები
- მუდმივი განვითარება
- პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ლაზეროთერაპევტის პოზიციაზე.
მდებარეობა - გორი. სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე; ფილიალის სამუშაო საათებია 10:00-დან საღამოს 19:00 საათამდე. სამუშაო გამოცდილება: ადგილზე შეგასწავლით სრულად პროცედურებს. ანაზღაურება: შემოსავლიდან განისაზღვრება %.
ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება ესთეტიკური მედიცინის სფეროში. თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში.
ჩვენთან მუშაობის პრივილეგია
- პირველადი და მეორადი პაციენტების დიდი ნაკადი;
- სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი სამუშაოს პოპულარიზაცია.
- ტრენინგი და პრაქტიკა კლინიკა "მედის" ბაზაზე.
- მაღალი გამომუშავება/ანაზღაურება.
- კარიერული ზრდა
- მუშაობა პროფესიონალურ გუნდთან ერთად.
ჩვენი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ
- სამედიცინო განათლება (ბაკალავრიატის დიპლომი მისაღებია) ან თუ გაქვთ მედდის დიპლომი და ლაზეროთერაპევტის მოკლე კურსის სერტიფიკატი.
მოვალეობები
- პაციენტის კონსულტაცია.
- სამედიცინო მომსახურების გაწევა, ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენ გთავაზობთ
- კორპორატიულ ფორმას;
- მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი
- ნათესავებისთვის;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საჩუქრებს დაბადების დღეზე;
- მედის პროცედურებზე ვაუჩერებს ქულების სახით წელიწადში 5-ჯერ.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV 2026 წლის 30 ნოემბრამდე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://medi.selfrecruit.ge/17697a9a-7845-4133-ae8e-ea9f64344d65