8960 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4908HDAQ გამოქვეყნდა 1 ოქტ 4 ნახვა

თიბისი ფეი

თიბისი ფეი

სამეურნეო დამხმარე

თიბისი ფეი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ოქტ

15 წელზე მეტია, "თიბისი ფეი" ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად. "თიბისი ფეის" საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში. "თიბისი ფეის" ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000-ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი და ვებგვერდი www.tbcpay.ge აქვს, აღნიშნულ პლატფორმებზე სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1, 000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი.

სამუშაო მოვალეობები:

  • ოფისში ტექნიკური და სამეურნეო საკითხების ყოველდღიური მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში მცირე ტექნიკური და სამეურნეო სამუშაოების შესრულება, მათ შორის მარტივი მონტაჟი, შეკეთება, ავეჯისა და ინვენტარის აწყობა/გადაადგილება;
  • სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების მომზადებაში, ორგანიზებასა და მიმდინარეობის მონიტორინგში მონაწილეობა;
  • გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, წყალმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და განათების სისტემების ვიზუალური მონიტორინგი; ხარვეზის აღმოჩენისას პასუხისმგებელი პირის ინფორმირება და მომსახურების ორგანიზებაში ჩართულობა;
  • ლიფტის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი, გამოვლენილი შეფერხებების დაფიქსირება და შესაბამის მომსახურე კომპანიასთან კომუნიკაციის მხარდაჭერა;
  • კონტრაქტორებისა და ტექნიკური მომსახურების მომწოდებლების ადგილზე დაშვების, სამუშაოების კოორდინაციისა და შესრულების კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
  • პრევენციული მომსახურებებისა და პერიოდული შემოწმებების გრაფიკის შესრულების ხელშეწყობა და შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
  • ტექნიკურ ან სამეურნეო მოთხოვნებზე დროული რეაგირება, შესრულების სტატუსის დაფიქსირება და საჭიროების შემთხვევაში ესკალაცია;
  • საწყობის მოწესრიგების პროცესში ჩართულობა: ნივთების განთავსება, დახარისხება, ინვენტარის გადაადგილება და წესრიგის დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ტერმინალების გადაადგილების და განთავსების პროცესში მონაწილეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში, სახარჯი/სამეურნეო მასალის შესყიდვის პროცესში ჩართულობა;
  • ცეცხლმაქრების პერიოდული შემოწმება, მოქმედების ვადების კონტროლი და მათი ტექნიკური მომსახურების, დატენვისა და ჩანაცვლების პროცესების დაგეგმვა;
  • შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა; სამუშაო სივრცეში ხილული რისკების, დაზიანებების, დაბრკოლებული გასასვლელების ან სხვა საფრთხეების დაუყოვნებლივ დაფიქსირება და ინფორმირება;
  • ტექნიკური ავარიის ან გადაუდებელი შემთხვევის დროს შესაბამისი ინსტრუქციის დაცვა, პასუხისმგებელი პირების ოპერატიული ინფორმირება და პრობლემის ლოკალიზებაში დახმარება, კომპეტენციის ფარგლებში;
  • დაკავშირებულ განყოფილებებთან და გარე მომწოდებლებთან ეფექტიანი სამუშაო კომუნიკაცია;

ცოდნა/გამოცდილება:

  • საშუალო, პროფესიული ან ტექნიკური განათლება;
  • პროფესიული განათლება ტექნიკური მომსახურების, ელექტროობის, გათბობა-გაგრილების, მშენებლობის ან მონათესავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია მსგავს სამეურნეო, ტექნიკური მომსახურების ან შენობის მოვლა-პატრონობის როლში მუშაობის გამოცდილება;
  • გათბობა-გაგრილების, ელექტროობის, სანტექნიკის, ავეჯის აწყობის ან მცირე სარემონტო სამუშაოების საბაზისო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ტექნიკური ცოდნა და უნარები:

  • აუცილებელი მოთხოვნაა მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უნარი და "B" კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
  • სამუშაო და ხელის ინსტრუმენტების უსაფრთხოდ გამოყენების ცოდნა;
  • შენობის საინჟინრო სისტემების ფუნქციონირების საბაზისო ცოდნა: გათბობა-გაგრილება/ვენტილაცია, ელექტროობა, განათება და სანტექნიკა;
  • ტექნიკური ხარვეზის პირველადი იდენტიფიცირებისა და სწორი ესკალაციის უნარი;
  • მცირე სამონტაჟო, სარემონტო და ავეჯის აწყობა-გადაადგილების სამუშაოების შესრულების უნარი;
  • ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების საბაზისო ცოდნა;
  • მარტივი ელექტრონული აღრიცხვის ან საოფისე პროგრამების გამოყენების უნარი ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საიმედოობა;
  • პრაქტიკული აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ტექნიკური დაკვირვების უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • ფიზიკური სამუშაოს შესრულების მზაობა და უსაფრთხო მუშაობის ჩვევა;
  • გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი და მომსახურებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
  • ცვალებად გარემოში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო გრაფიკი 10:00 - 19:00 ორშაბათი - ხუთშაბათი, 10:00 - 17:00 პარასკევი

რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამეურნეო დამხმარე"

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში "Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე.

შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია, ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდ

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თიბისი ფეი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა