9770 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

49GPNQKK გამოქვეყნდა 21 ოქტ 13 ნახვა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თეატრის მოლარე

შესვლა და განაცხადი
₾447 / თვეში −62% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,181 ₾ · 158 განცხადება ბოლო ვადა: 19 ნოე
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ჯავშნის და ყიდის ბილეთებს; - პასუხობს ტელეფონს, აწვდის მაყურებელს ინფორმაციას სპექტაკლის შესახებ; - აწარმოებს ფინასურ ჟურნალს; - პოზიციის შესაბამისად ასრულებს ადმინისტრატორის სხვა მითითებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Gmail);
  • სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ელექტრონული გაყიდვების მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

ქცევითი კომპეტენციები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა:
  • გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ემოციების მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის 32; სამუშაო დრო: თეატრალური სპეციფიკიდან გამომდინარე ყოველდღე 13:00-დან 20:00 საათამდე, არაუმეტეს 21 საათისა კვირაში. დასვენების დღეა ორშაბათი. ანაზღაურება: ნახევარი განაკვეთი, 447.00 ლარი (დარიცხული)

აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება “თეატრის მოლარე”.

დავუკავშირდებით მხოლოდ კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა