9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

4A13H2RR გამოქვეყნდა 12 ოქტ 35 ნახვა

საბაჟო საწყობის თანამშრომელი

Onex Georgia გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 13 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"ONEX GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ:

"ONEX" არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს მსოფლიოს ბაზარზე. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად კი, საქართველოში ONEX ოფიციალურად 2023 წლის 5 მაისს ა. ყაზბეგის 19ბ-ში გაიხსნა.

პოზიციის აღწერა:

ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და ყურადღებიან საბაჟო საწყობის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ამანათების მიღებას, დამუშავებას, დახარისხებასა და აღრიცხვას, ასევე მათ საბაჟო კონტროლისთვის მომზადებას. თანამშრომელმა უნდა უზრუნველყოს დადგენილი პროცედურების, საბაჟო მოთხოვნებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა;
  • დადგენილი პროცედურებისა და სამუშაო სტანდარტების დაცვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ამანათების მიღება, დათვლა და რაოდენობრივი კონტროლი;
  • ამანათების დამუშავება და შესაბამისი პროცედურების შესრულება;
  • ამანათების საბაჟო კონტროლისთვის მომზადება და კონტროლის პროცესის უზრუნველყოფა;
  • ამანათების შემოწმება და დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა;
  • ამანათების დახარისხება და აღრიცხვა;
  • ამანათებთან დაკავშირებული შეუსაბამობების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
  • საბაჟო მოთხოვნებისა და პროცედურების დაცვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლასარეს საბაჟო ტერმინალი ანაზღაურება: 1500ლ + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • Fitpass;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დაინტერესებული პირი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერტიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. კომპანია იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად.

მოპოვებული ინფორმაცია ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა