მაღაზიის მენეჯერი
+70% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,177 ₾ · 186 განცხადება
გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ
"Edison Store" — ელექტრონული კომპონენტების მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
მოთხოვნები
- კომუნიკაბელურობა
- ინგლისური ენის ცოდნა
- ელექტრონიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
მოვალეობები
- მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ეფექტური მართვა და კონტროლი;
- გაყიდვების, შეკვეთების, მარაგების, საწყობისა და ლოჯისტიკური პროცესების კოორდინაცია;
- ფინანსური და ადმინისტრაციული პროცესების (სალარო, ინვოისები, ზედნადებები, პროგრამული ოპერაციები) კონტროლი;
- მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის, ვებგვერდისა და საკომუნიკაციო არხების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის, ფასმაჩვენებლების, სავაჭრო სივრცისა და მაღაზიის სტანდარტების ზედამხედველობა;
- თანამშრომელთა გუნდის მართვა, სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა, შერჩევის პროცესში მონაწილეობა და გუნდის განვითარება;
- მომწოდებლებთან ურთიერთობის, მარაგების შევსების, აქციების დაგეგმვისა და ანგარიშგების პროცესების მართვა.
პირობები
- კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00;
- ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტი;
- სატელეფონო კორპორატიული პაკეტი;
- ანაზღაურება: 2000 ₾ + ბონუსი.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfVXeIkAc59F9FjanUK5S41CuRhgMCT9gCdpXNv_oEymZWUBA/viewform?usp=sf_link
მისამართი: ალ. ყაზბეგის ქ. №9
http://store.edison.ge http://facebook.com/EdisonMarketplace