საერთაშ.ურთ. და სტრატეგ. დაგეგმარების სამსახურის სპეციალისტი
შპს "ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობათა და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ტბეთის ქ. N4
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
თანამდებობრივი ფუნქციები:
სამსახურის სპეციალისტი:
** უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგში და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
** სტრატეგიული განვითარების პროცესში ჩართული სტრუქტურული ერთეულების ინფორმაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა;
** უცხოურ საგანმანათლებლო, კვლევით, კლინიკურ და სახელმწიფო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
** საერთაშორისო პარტნიორებთან მემორანდუმებისა და შეთანხმებების გაფორმებისა და შესრულების პროცესების ადმინისტრირება;
** საერთაშორისო საგანმანათლებლო, კვლევითი და ინსტიტუციური პროექტების მოძიება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გაზიარება;
** საერთაშორისო მივლინებების, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის, ასევე უცხოელი პარტნიორების ვიზიტების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** საერთაშორისო პროექტების, საგანმანათლებლო გამოფენებისა და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის ღონისძიებების კოორდინაციაში მონაწილეობა;
** უნივერსიტეტის პროგრამების საერთაშორისო აღიარების ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:
** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (უპირატესობად ჩაითვლება უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება);
** ინგლისური ენის ცოდნა (არაუმცირეს B2 დონისა);
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
შერჩევის ეტაპები:
** CV-ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.