8228 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4B7689ER გამოქვეყნდა 1 სექ 1 ნახვა

ანაზღაურებადი სტაჟირება - იურისტი

Construction Service გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება სამართალი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სამშენებლო კომპანია შპს "Construction Service" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაოადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ავალიშვილის ქუჩა სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე სტაჟირების ტიპი: ანაზღაურებადი სტაჟირება

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებად სტაჟირებას; ** პრაქტიკულ გამოცდილებას სამშენებლო კომპანიის იურიდიულ საქმიანობაში; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** გამოცდილ იურისტებთან და კომპანიის სხვადასხვა მიმართულების გუნდთან მუშაობას; ** რეალურ პროექტებსა და სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის შესაძლებლობას; ** წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის იურიდიულ საქმიანობაში მონაწილეობა და იურისტის დახმარება; ** ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და გადამოწმებაში მონაწილეობა; ** კომპანიის მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესწავლა; ** საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების მოძიება და ანალიზი; ** სხვადასხვა სახის ოფიციალური წერილების, განცხადებებისა და პასუხების მომზადებაში მონაწილეობა; ** სატენდერო და შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სამართლებრივი მიმართულებით დამუშავებაში დახმარება; ** სასამართლო და ადმინისტრაციულ წარმოებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; ** კომპანიის შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება; ** სხვა მიმდინარე იურიდიული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** სასურველია შესაბამისი მიმართულებით სამუშაო ან სასწავლო პრაქტიკის გამოცდილება; ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა; ** Microsoft Office პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა; ** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიმართ ცოდნა; ** იურიდიული დოკუმენტების სწორად და გამართულად მომზადების უნარი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; ** სწრაფად სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაციის კარგი უნარები; ** დავალებების დამოუკიდებლად შესრულების მოტივაცია; ** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი; ** განვითარებისა და პროფესიული ზრდის სურვილი.

მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება "იურისტი სტაჟიორი"

ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "Construction service" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: https://www.cs.ge/ge

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Construction Service
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა