სტაჟიორი სტუდენტი - ელექტრო სისტემების პროექტანტი - AutoCAD
სტაჟიორი სტუდენტი — ელექტრო სისტემების პროექტანტი (AutoCAD)
რას ისწავლი და გააკეთებ:
- ელექტრო ნახაზების შესრულება AutoCAD-ში — განათების, როზეტებისა და ძალოვანი ქსელების დაგეგმარება
- ელექტრო ფარების ერთხაზოვანი სქემების მომზადება
- კაბელებისა და ამომრთველების შერჩევა გამოცდილი ინჟინრის ხელმძღვანელობით
- ობიექტებზე გასვლა და აზომვით სამუშაოებში მონაწილეობა.
ვის ვეძებთ:
- სტუდენტს, სასურველია ელექტროენერგეტიკის/ელექტროინჟინერიის ფაკულტეტიდან (სხვა ფაკულტეტის სტუდენტებსაც განვიხილავთ)
- AutoCAD-ის საბაზისო ცოდნით ან მისი ათვისების მზაობით
- სწავლის სურვილით, ყურადღებიან და პასუხისმგებლობიან ადამიანს
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს, რომელიც სწავლას არ შეუშლის ხელს
- პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ საინჟინრო პროექტებზე
- ანაზღაურებადი სტაჟირება
- სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში — დასაქმების შესაძლებლობას
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV მისამართზე. თუ გაქვთ, შეგიძლიათ დაურთოთ AutoCAD-ის ნახაზის ნიმუშიც. სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟიორი AutoCAD".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.