კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
კომპანია “აკვალაინი” აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები: - ბაზრის კვლევა და პოტენციური კორპორატიული მომხმარებლების მოძიება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით; - მომხმარებლებთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაძლებლობების შეფასება; - შეხვედრების დაგეგმვა, ჩატარება და კომპანიის სერვისების/პროდუქტების პრეზენტაცია; - პოტენციური და არსებული მომხმარებლების ბაზის წარმოება და სისტემატური განახლება; - ინდივიდუალური, მომხმარებელზე მორგებული კომერციული შეთავაზებების მომზადება და წარდგენა; - მომხმარებელთან გრძელვადიანი სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება, ჩართულობის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში რეაქტივაციაზე მუშაობა; - მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი, შესაბამის დეპარტამენტებთან დავალებების კოორდინაცია და შესრულების პროცესის მონიტორინგი მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად; - ინვოისებისა და კომერციული წინადადებების მომზადება მოთხოვნის შესაბამისად და ანგარიშსწორების პროცესის კოორდინირება; - ხელშეკრულების პირობებისა და გადახდის ვადების მონიტორინგი; - გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა და შედეგების სისტემატური ანალიზი; - კომპანიის პროდუქციის, სერვისებისა და შიდა პროცესების დეტალური ცოდნა და მათი სწორად და ეფექტურად წარდგენა მომხმარებლისთვის; - სატენდერო/ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციის მომზადება, შეთავაზების მომზადება და მონაწილეობა; - შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება და ყოველთვიური რეპორტის წარდგენა უშუალო მენეჯერისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: - უმაღლესი განათლება; - B2B გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; - სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება; - კომპიუტერული და საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა; - ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა; - მოლაპარაკებებისა და გამართული კომუნიკაციის კარგი უნარები; - შედეგებზე ორიენტირებულობა და კომერციული აზროვნება; - დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: - ჯანმრთელობის დაზღვევა; - კორპორატიული ნომერი და სასაუბრო დრო; - კონკურენტუნარიანი ანაზღაურება; - თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის დაფარვა; - კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღე (Day Off); - პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე: https://aqualine.selfrecruit.ge/s/Z0t7N
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.