8779 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4DC1W9E6 გამოქვეყნდა 27 სექ 7 ნახვა

დამსაქმებელი

დამსაქმებელი

უმცროსი Affiliate მენეჯერი

დამსაქმებელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 28 ოქტ

"iGaming" კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი Affiliate მენეჯერის თანამდებობაზე.

პირობები:

  • ლოკაცია: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
  • გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
  • ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1500 GEL, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 2000 GEL + საბონუსე სისტემა

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენი კომპანია წარმოადგენს სწრაფად განვითარებად ბრენდს iGaming ინდუსტრიაში. ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი პარტნიორული პროგრამების განვითარებაში.

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები?

  • ახალი პარტნიორების მოძიება და ჩართვა - კომუნიკაცია სხვადასხვა არხებით (Email, Telegram, LinkedIn და ა.შ.)
  • არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა - რეგულარული კონტაქტი და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
  • შეთავაზებების ოპტიმიზაცია - პარტნიორებისთვის ყველაზე ეფექტური შეთავაზებების შექმნა და მათი საჭიროებების გათვალისწინება
  • შედეგების ანალიზი - კამპანიების მონიტორინგი, მონაცემების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შემუშავება
  • გუნდის მხარდაჭერა და გუნდური მუშაობა

რას ველით შენგან?

  • ინგლისური ენის ცოდნა - აუცილებელია (B2+/C1 დონე), აუცილებელია თავისუფლად კომუნიკაციისთვის (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება პლუსად)
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები
  • მოტივაცია და სწრაფად სწავლის უნარი
  • პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი
  • MS Office-ის ან Google Sheets-ის ცოდნა - (Excel-ის ძირითადი ფუნქციები იქნება პლიუსი)
  • გაყიდვების ან ციფრული მარკეტინგის ცოდნა/გამოცდილება - სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი
  • Igaming ინდუსტრიაში გამოცდილება ჩაითვლება პლუსად

რას გთავაზობთ?

  • კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა
  • გუნდური და პროფესიული მხარდაჭერა
  • შესაძლებლობა იმუშაო საერთაშორისო პროექტებზე
  • სტაბილური ანაზღაურება + ბონუსური სისტემა
  • ევროპის ყველაზე დიდ iGaming კონფერენციებში დასწრების შესაძლებლობა

თუ თვლი, რომ ეს როლი შენ გესადაგება, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გავეცნობით შენს კანდიდატურას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, განაცხადები თქვენს ანგარიშში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დამსაქმებელი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა